საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის შეხვდა

ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ფედერიკა მოგერინისთან. 

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის მხარემ განმეორებით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.