საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი,  გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის.აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა და გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.  იმსჯელეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე და სამუშაო დღისწესრიგზე.აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთერთი უმთავრესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.  ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში იგეგმება საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პროექტებთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას  სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და შევასრულოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო და ეფექტური სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.ხაზგასასმელია, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები ეყრდნობა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ აქტიური კონტაქტები.