საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წყალდიდობა თბილიში

ყველა შეგვზარა დედაქალაქში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელმაც ამ დროის მონაცემებით ათამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კვლავ გრძელდება დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები. არიან დაშავებულები. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში უსამძიმრებს გარდაცვლითა ოჯახის წვერებსა და ახლობლებს.

სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა დედაქალაქის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურული ნაწილს, მათ შორის სრულად განადგურებულია ქალაქის ზოოპარკი, მდინარე ვერეს ხეობაში გამავალი მაგისტრალური გზა და მიმდებარე საცხორებელი სახლები. სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები სრული მობილიზებით მუშაობენ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.