საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

დღეს, 2015 წლის 25 თებერვალს,  ადის-აბებაში საქართველოს საელჩოში დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამხედრო ოკუპაციის და საბჭოთა კავშირში იძულებითი ინკორპორირების შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოხერხდა მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს.

დღეს, 25 თებერვალს, ასევე ვიგონებთ ყველა იმ გმირს, რომელმაც იბრძოლა და დაეცა საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ქ. ადის-აბება

25 თებერვალი 2015