საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიზა

2014 წლის 1 სექტემბრიდან სავიზო განაცხადები მიიღება მხოლოდ ამ საიტზე /www.geoconsul.gov.geშევსებული განაცხადის ფორმის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს საელჩოში საბუთების ჩაბარების დროს!

ვიზის კატეგორია

დიპლომატიური 

A1  - სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე;

 

A2 - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;

 

A3 - დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;

 

A4  - საქართველოს საპატიო კონსულებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;

 

A5  - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე

სპეციალური

B

B1 - სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

 

B2 - სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;

 

B3 - საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;

 

B4 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე;

ორდინარული

C

C1 - ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;

 

C2 - ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე, თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;

 

C3 - საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა;

 

C4 - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;

საიმიგრაციო

D

D1 - შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან;

 

D2 - „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;

 

D3 - საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ პირებზე;

 

D4 - ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე

ტრანზიტული

T

მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

 

განაცხადის მიღება/დამუშავება და ვიზის გაცემა ხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით! 

 

მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

თუმცა, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით;

 

გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

 

საქართველოს ვიზის მისაღებად გადახდილი მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება

 

. . . . .

 

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა

 

1. ავსტრალიის თანამეგობრობა

2 .ავსტრიის რესპუბლიკა

3 .აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4 .ალბანეთის რესპუბლიკა

5 .ამერიკის შეერთებული შტატები

6 .ანდორის სამთავრო

7 .ანტიგუა და ბარბუდა

8 .არაბთა გაერთიანებული საამიროები

9 .არგენტინის რესპუბლიკა

10. ახალი ზელანდია

11. ბარბადოსი

12. ბაჰრეინის სამეფო

13. ბაჰამის თანამეგობრობა

14. ბელარუსის რესპუბლიკა

15. ბელგიის სამეფო

16. ბელიზი

17. ბოსნია და ჰერცეგოვინა

18. ბოტსვანის რესპუბლიკა

19. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20. ბრუნეი-დარუსალამი

21. ბულგარეთის რესპუბლიკა

22. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23. დანიის სამეფო

24. დანიის სამეფოს ტერიტორიებიფარერის კუნძულები და გრენლანდია

25 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26.დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს

საზღვარგარეთის ტერიტორიებიბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები,

ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და

კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი    

27. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს

     დამოკიდებული ტერიტორიებიჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

28. დომინიკის რესპუბლიკა

29. ელ-სალვადორი

30. ეკვადორის რესპუბლიკა

31. ესპანეთის სამეფო

32. ესტონეთის რესპუბლიკა

33. თურქეთის რესპუბლიკა

34. თურქმენეთი

35. იაპონია

36. ირლანდიის რესპუბლიკა

37. ისლანდია

38. ისრაელის სახელმწიფო

39. იტალიის რესპუბლიკა

40. კანადა

41. კატარის სახელმწიფო

42. კვიპროსის რესპუბლიკა

43. კოლუმბიის რესპუბლიკა

44. კორეის რესპუბლიკა

45. კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46. ლატვიის რესპუბლიკა

47. ლიტვის რესპუბლიკა

48. ლიბანის რესპუბლიკა

49. ლიხტენშტაინის სამთავრო

50. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51. მავრიკის რესპუბლიკა

52. მალაიზია

53. მალტის რესპუბლიკა

54. მექსიკის შეერთებული შტატები

55. მონაკოს სამთავრო

56. მოლდოვის რესპუბლიკა

57. მონტენეგრო

58. ნიდერლანდების სამეფო

59. ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიებიარუბის და ნიდერლანდის ანტილის

     კუნძულები

60. ნორვეგიის სამეფო

61. ომანის სასულთნო

62. პანამის რესპუბლიკა

63. პოლონეთის რესპუბლიკა

64. პორტუგალიის რესპუბლიკა

65. რუმინეთი

66. რუსეთის ფედერაცია

67. საბერძნეთის რესპუბლიკა

68. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69. სან-მარინოს რესპუბლიკა

70. საუდის არაბეთის სამეფო

71. საფრანგეთის რესპუბლიკა

72. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიებისაფრანგეთის პოლინეზია და ახალი

     კალედონია

73. სეიშელის კუნძულები

74.სენტ-ვისენტი და გრენადინები

75. სერბეთის რესპუბლიკა

76. სინგაპურის რესპუბლიკა

77. სლოვაკეთის რესპუბლიკა

78. სლოვენიის რესპუბლიკა

79. სომხეთის რესპუბლიკა

80. ტაილანდის სამეფო

81. ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82. უზბეკეთის რესპუბლიკა

83. უკრაინა

84. უნგრეთი

85. ფინეთის რესპუბლიკა

86. ქუვეითის სახელმწიფო

87. ყირგიზეთის რესპუბლიკა

88. ყაზახეთის რესპუბლიკა

89. შვედეთის სამეფო

90. შვეიცარიის კონფედერაცია

91. ჩეხეთის რესპუბლიკა

92. წმინდა საყდარი

93. ხორვატიის რესპუბლიკა

94. ჰონდურასის რესპუბლიკა

 

შენიშვნები:

 

1. დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.

 

2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.

 

3. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

 

4. უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

 

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით

1.    ავსტრალიის თანამეგობრობა

2 . ავსტრიის რესპუბლიკა

3.  ამერიკის შეერთებული შტატები

4 .არაბთა გაერთიანებული საამიროები

5. ახალი ზელანდია

6. ბაჰრეინის სამეფო

7. ბელგიის სამეფო

8. ბულგარეთის რესპუბლიკა

9. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

10. დანიის სამეფო

11. დანიის სამეფოს ტერიტორიებიფარერის კუნძულები და გრენლანდია

12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

      დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს

13. საზღვარგარეთის ტერიტორიებიბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები,

      ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და

     კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი

14. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს

      დამოკიდებული ტერიტორიებიჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

15. ესპანეთის სამეფო

16. ესტონეთის რესპუბლიკა

17. იაპონია

18. ირლანდიის რესპუბლიკა

19. ისლანდია

20. ისრაელის სახელმწიფო

21. იტალიის რესპუბლიკა

22. კანადა

23. კატარის სახელმწიფო

24. კვიპროსის რესპუბლიკა

25. კორეის რესპუბლიკა

26. ლატვიის რესპუბლიკა

27. ლიტვის რესპუბლიკა

28. ლიხტენშტაინის სამთავრო

29. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

30. მალტის რესპუბლიკა

31. ნიდერლანდების სამეფო

32. ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიებიარუბის და ნიდერლანდის ანტილის

      კუნძულები

33. ნორვეგიის სამეფო

34. ომანის სასულთნო

35. პოლონეთის რესპუბლიკა

36. პორტუგალიის რესპუბლიკა

37. რუმინეთი

38. საბერძნეთის რესპუბლიკა

39. საფრანგეთის რესპუბლიკა

40. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიებისაფრანგეთის პოლინეზია და ახალი

      კალედონია

41. საუდის არაბეთის სამეფო

42. სლოვაკეთის რესპუბლიკა

43. სლოვენიის რესპუბლიკა

44. უნგრეთი

45. ფინეთის რესპუბლიკა

46. ქუვეითის სახელმწიფო

47. შვედეთის სამეფო

48. შვეიცარიის კონფედერაცია

49. ჩეხეთის რესპუბლიკა

50. ხორვატიის რესპუბლიკა.

 

საქართველოში შემოსვლის ვადები და პირობები:

 

1.      უცხოელებს, რომლებსაც აქვთ დანართში მითითებული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.

 2.      საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

გრძელვადიანი მიზნით მომავალ ნებისმიერ უცხოელს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.

 

"საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"