საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო მიისწრაფვის ეთიოპიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იყო ეთიოპიის მიერ საქართველოს მხარდაჭერა აფრიკის კავშირში დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად და საქართველოს საელჩოს გახსნა ადის-აბებაში. საქართველოს და ეთიოპიის დელეგაციები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს აფრიკის კავშირის ფარგლებში, სადაც იხილავენ ორმხრივ ურთიერთობათა გაღრმავების გზებს და საშუალებებს. ეთიოპია დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით ეკონომიკის სფეროში და საქართველოს წარმატებული რეფორმებით, რომელსაც ქართული მხარე უზიარებს. თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროებია ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა (მათ შორის ინფრასტრუქტურის), სოფლის მეურნეობა, კულტურა და ტურიზმი.

ეკონომიკური თანამშრომლობა

 სავაჭრო ბრუნვა 2012-2013 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

 

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2012

22300 აშშ დოლარი

-

2013

1740,5 ათასი აშშ დოლარი

41.8 ათასი აშშ დოლარი