ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო მეგობრებო,

 

მოგესალმებით ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით.

საელჩო ასევე აკრედიტებულია ჯიბუტისა და სეიშელის რესპუბლიკებში და აქვს მუდმივი წარმომადგენლობის სტატუსი აფრიკის კავშირთან.

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს პირველი ელჩი მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უძველეს ქვეყანაში, რომელთანაც ჩემს სამშობლოს, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, მრავალი საუკუნის ისტორია აკავშირებს. ლეგენდის თანახმად, სწორედ აბაშა (ეთიოპელი ხალხი ამჰარულ ენაზე) დაედო საფუძვლად ქართული ქალაქი აბაშასა თუ მდინარე აბაშისწყლის დასახელებას.

დღეს ეთიოპია აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა, წინსვლისა და განვითარების მეტად მაღალი ტემპით. ქვეყნის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ადის-აბებაშია განთავსებული აფრიკის კავშირის შტაბ-ბინა.

საქართველომ 2011 წელს მიიღო აფრიკის კავშირში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი და ჩვენს საელჩოს პატივი აქვს, იმავდროულად იყოს მუდმივი წარმომადგენლობა ორგანიზაციასთან, რომელიც კონტინენტის 54 ქვეყანას აერთიანებს.

აფრიკა დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი, განვითარებადი კონტინენტია დედამიწაზე, რომლის მნიშვნელობაც ყოველ დღე იზრდება. გადაწყვეტილება ადის-აბებაში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ნათელი დასტურია იმისა, თუ რა მნიშვენლობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა აფრიკის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ეთიოპიასთან, ჯიბუტისა და სეიშელის რესპუბლიკებთან არსებული კავშირების გაღრმავებასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. დიდია პერსპექტივა სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში - იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა თუ ხალხთა შორის ურთიერთობები. მოხარულნი ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა აღნიშნულში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ.

მადლობას მოგახსენებთ ჩვენი გვერდის სტუმრობისათვის. აქ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და ეთიოპიის ურთიერთობების, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ისტორიის შესახებ, გაეცნოთ ტურისტულ ღირშესანიშნაობებს თუ მიიღოთ პასუხები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით. გვერდზე განთავსებულია ასევე საქართველოსთან დაკავშირებული ბმულები და სხვადასხვა საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

ვახტანგ ჯაოშვილი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა 

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ