ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თბილისის სტიქიიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ერთი წლის წინ 13 ივნისს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ. სტიქიის ადგილას დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართა. 

განთავსების თარიღი: 15.06.2016
 

 

2016 წლის 15 მარტს, ეთიოპიაში ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში ქ. ადის-აბებას ფრანგული ალიანსის დარბაზში გაიმართა გიორგიოვაშვილის ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება (ქართულ ენაზე, ფრანგული სუბტიტრებით).

განთავსების თარიღი: 21.03.2016
 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება.  ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.  

განთავსების თარიღი: 02.03.2016
 

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში გამართული აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს (მინისტერიალის) 28-ე სესიაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა ეთიოპიის მხარესთან.

განთავსების თარიღი: 29.01.2016
 

2016 წლის 26-29 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს (მინისტერიალის) 28-ე სესიას  დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო.სესია ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ჩატარდა. საქართველოს დელეგაციას მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა.

განთავსების თარიღი: 29.01.2016
 

2015 წლის 4 დეკემბერს, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქ. ადის-აბებას ეროვნულ მუზეუმში გამართა ქართულ ანბანთან და ქართულ ენასთან დაკავშირებული გამოფენა.

განთავსების თარიღი: 04.12.2015
 

ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში

ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველის სახელით, მადლობას მოვახსენებ გაეროსა და ყველა თავისუფალ ერს დედამიწაზე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

განთავსების თარიღი: 10.10.2015
 

 

ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ფედერიკა მოგერინისთან. 

განთავსების თარიღი: 10.10.2015
 

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი,  გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის.

განთავსების თარიღი: 17.09.2015
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი იკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება-სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

განთავსების თარიღი: 01.09.2015
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა 

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ