ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში საპროტესტო ნოტის გაგზავნის თაობაზე

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ ბიჭვინთაში ჩასვლისა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით, რუსეთის ფედერაციაში საპროტესტო ნოტა გააგზავნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთხელ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას თავი შეიკავოს მსგავსი არალეგალური ნაბიჯებისგან, რაც დესტრუქციულად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს.

2013 წლის 27 აგვისტო

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა 

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ