ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს 28-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა

2016 წლის 26-29 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს (მინისტერიალის) 28-ე სესიას  დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო.სესია ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში ჩატარდა. საქართველოს დელეგაციას მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა. სამიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომელთა ფარგლებშიც მხარეებმა აფრიკის სახელმწიფოებთან საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა მიმდინარე საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები დასახეს.

შეხვედრებზე საქართველოს მხარემ საქართველოსა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს დელეგაციამ აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის შედეგად იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობასა და მათი ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უფლებაზე. შეხვედრებში მონაწილე ყველა სახელმწიფომ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერა.

საქართველოს მხარემ აფრიკული სახელმწიფოების დელეგაციათა ხელმძღვანელ პირებს საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმები გააცნო. საქართველოს პოზიტიური გამოცდილების გაზიარებით მთელი რიგი სახელმწიფოები დაინტერესდნენ.

საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა აფრიკის კავშირის პოლიტიკურ საქმეთა კომისართან, დოქტორ აიშა აბდულაჰისთან. შეხვედრის ფარგლებში, აფრიკის კავშირის სამდივნოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. პოლიტიკურმა კომისარმა აფრიკის კავშირის დოკუმენტზე („დღის წესრიგი 2063“) და ამ მიმართულებით კავშირის სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. განსაკუთრებით აღინიშნა კარგი მმართველობის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა. მხარეებმა მომავალში ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის  მზადყოფნა გამოთქვეს.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა 

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ