ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სანოტარო მოქმედებები

მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება

საქართველოში მარწმუნებლის (საკუთარ) სახელზე გაცემული დოკუმენტ(ებ)ის (მათ  შორის სამოქალაქო აქტების მოწმობები - დაბადება, ქორწინება, განქორწინება და სხვ.), პენსიის, სოციალური დახმარების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების შესახებ მინდობილობის შესადგენად, საელჩოს საკონსულო სამსახურში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი მოქმედების ვადის მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), მისი ასლი და საქართველოში რწმუნებული/მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ქსეროასლი.

ნებისმიერი სახის მინდობილობის საფასური არის 10 აშშ დოლარი.

სხვა სახის და შინაარსის სანოტარო აქტების დამოწმების ანდა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საელჩოს საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

 

დოკუმენტის ასლის ორიგინალთან შესაბამისობის დამოწმება

დოკუმენტის ასლის ორიგინალთან შესაბამისობის დასამოწმებლად საქართველოს მოქალაქემ საჭიროა, რომ საელჩოში წარმოდგენოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)  პასპორტის პირველი (ფოტოსურათიანი) და იმ გვერდის ასლები, რომელშიც გაკეთებულია საკონსულო აღრიცხვის აღნიშვნები,

 ბ) დასამოწმებელი დოკუმენტის დედანი და მისი ასლი.

დოკუმენტის (თითო გვერდი) ასლის ნამდვილობის დადასტურების საფასური არის 5 აშშ დოლარი.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა 

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ