Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკასა და სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში

გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეის მეექვსე სხდომის (UNEA-6) ფარგლებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან და შეხვედრა სეიშელის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ფლავიენ ჯუბერტთან

2024 წლის 1 მარტს ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, აფრიკის კავშირში მუდმივმა წარმომადგენელმა გია მაჭარაძემ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიკატების მართვის დეპარტამენტის მოადგილესთან ირმა გურგულიანთან ერთად, გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეის მეექვსე სხდომის (UNEA-6) ფარგლებში, შეხვედრები გამართა უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან ენერგეტიკის საკითხებში ანიკო რაისთან და სეიშელის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ფლავიენ ჯუბერტთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და სხვადასხვა მიმართულებით.