- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- გია მაჭარაძე
გია მაჭარაძე
დაბადების თარიღი და ადგილი
ქ. თბილისი
პროფესიული გამოცდილება
2025/დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ); საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კენიის რესპუბლიკაში (არარეზიდენტი); საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუანდის რესპუბლიკაში (არარეზიდენტი); მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში.
2022 წლის ნოემბერი - 2025 წლის მაისი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული (მისიის ხელმძღვანელი);
2021 წლის ოქტომბერი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2019 წლის სექტემბერი - ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის სამმართველოს უფროსი (ატაშე);
2014 წლის თებერვალი - Skyland Petroleum LTD. (ავსტრალია-დიდი ბრიტანეთი), საგარეო ურთიერთობათა რისკების მართვისა და შეფასების დეპარტამენტის დირექტორი, დუბაი;
2010 წლის ოქტომბერი - Tethys Petroleum Ltd. (დიდი ბრიტანეთი-აშშ), საგარეო ურთიერთობების რეგიონალური დირექტორი, დუბაი;
2009 წლის სექტემბერი - საქართველოს ბანკი, ნაღდი ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (რისკების მართვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი);
2005 წლის სექტემბერი - საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში - უფროსი მრჩეველი (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე);
2003 წლის მარტი - საქართველოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელი ავღანეთის რესპუბლიკაში, ქაბული;
2002 წლის სექტემბერი - საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში - უფროსი მრჩეველი;
1998 წლის იანვარი - საქართველოს უშიშროების საბჭო, განყოფილების უფროსი;
1996 წლის მაისი - საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში („სვობოდნოია გრუზიას“ სპეციალური კორესპონდენტი, პრესსამსახური)
განათლება
იურისპრუდენცია, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი