ზურაბ დვალიშვილი
დაბადების თარიღი
1954 წლის 5 მარტი.
განათლება
1973-1978 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
2018 წლის 15 იანვარი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
2017 წლის 1 იანვარი - 2018 წლის 15 იანვარი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი მოადგილე;
2016 წლის 1 აგვისტო - 2016 წლის 31 დეკემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მოადგილე;
2014 წლის 28 დეკემბერი - 2016 წლის 1 აგვისტო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზერვი;
2011 წლის სექტემბერი - 2014 წლის დეკემბერი - საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2009 წლის მარტი - 2011 წლის ოქტომბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე;
2007 წლის ნოემბერი - 2009 წლის მარტი - საქართველოს საელჩო უკრაინაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2007 წლის იანვარი - 2007 წლის ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2003 წლის მაისი - 2006 წლის ნოემბერი - საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2002 წლის აპრილი - 2003 წლის მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი;
2001 წლის დეკემბერი - 2002 წლის აპრილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, გაერო-ს სამმართველოს უფროსი;
2000 წლის მაისი - 2001 წლის ნოემბერი - ეუთო-ს მისია ხორვატიის რესპუბლიკაში, საველე ოფისის ხელმძღვანელი, ქ. ზადარი;
1999 წლის ივნისი - 2000 წლის მაისი - ეუთო-ს მისია ხორვატიის რესპუბლიკაში, საველე ოფისის ხელმძღვანელი, დაბა გრაჩაცი;
1998 წლის აპრილი - 1999 წლის ივნისი - ეუთო-ს მისია ხორვატიის რესპუბლიკაში, საველე ოფისი ქ. ზადარში, ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორი;
1997 წლის მაისი - 1998 წლის აპრილი - ეუთო-ს მისია ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რეგიონული ცენტრი ქ. ტუზლაში, დირექტორის მოადგილე/დიპლომატიური ოფიცერი;
1996 – 1997 მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზიისა და აფრიკის დირექტორატი, აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, დირექტორატის დირექტორის მოადგილე/დეპარტამენტის უფროსი;
1994 წლის სექტემბერი - 1995 წლის ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური დეპარტამენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ოკეანეთის ქვეყნებისა და ავსტრალიის დეპარტამენტის უფროსი;
1994 წლის აპრილი - 1994 წლის სექტემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური დეპარტამენტი, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1993 წლის ოქტომბერი – 1994 წლის აპრილი - საქართველოს პარლამენტი; საინფორმაციო ცენტრის უფროსის მოადგილე;
1989 წლის ნოემბერი - 1993 წლის მაისი - ქ. კარაჩის მეტალურგიული ქარხანა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, ინგლისური ენის თარჯიმანი;
1988 – 1989 - საქართველოს კულტურის სამინისტრო, ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი;
1986 წლის მარტი – 1989 წლის ნოემბერი - საქართველოს კულტურის სამინისტრო, უფროსი რედაქტორი/უფროსი ინსპექტორი;
1979 წლის მარტი – 1985 წლის დეკემბერი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტირუტი, უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1971 წლის დეკემბერი - 1973 წლის სექტემბერი - საქსახწყალპროექტი, მუშა.
სერტიფიკატები
2009 - პარტნიორობის პროგრამა დიპლომატებისათვის, კორეის რესპუბლიკის მთავრობის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა, ქ. სეული;
2009 - დავების გადაწყვეტის სისტემები: პოლიტიკა, სტრუქტურა და სტრატეგია. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სინგაპური.
2007 - პროფესიული განვითარების კურსი, აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრი, ვარშავის უნივერსიტეტი, პოლონეთი;
1996 - ჯორჯ ს. მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი, სტრატეგიული სწავლებისა და თავდაცვის ეკონომიკის კოლეჯი, გარმიშ-პანტენკირხენი, გერმანია;
1996 - სტრატეგიული ანალიზის კურსი, სტრატეგიულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ქ. ქაირო, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა;
1995 - დიპლომატთა კურსი, „ნოუ-ჰაუ ფანდ“-ი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ენები
რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა
მეუღლე და ორი შვილი.