ურთიერთობები საქართველოსა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 29 ივნისს.
საქართველოს საელჩო ადის-აბებაში გაიხსნა 2012 წლის აგვისტოში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში:
- ზურაბ დვალიშვილი - 2018 - დღემდე
- ვახტანგ ჯაოშვილი - 2012 წლის 1 აგვისტოდან - 2018.
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარაში):
- აიალეუ გობეზე უორქნეჰი (დანიშნული ელჩი) - 2014 წლის მაისიდან;
- დოქტორი მულატუ ტეშომე ვირტუ - 20.10.2011 – 07.10.2013.