რუანდის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა 1994 წლის ტუცის გენოციდის მსხვერპლთა პატივის მისაგებად
2024 წლის 7 აპრილს ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე დაესწრო აფრიკის კავშირის კომისიისა და ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუანდის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 1994 წლის ტუცის გენოციდის მსხვერპლთა პატივის მისაგებად.
ღონისძიება აფრიკის კავშირის ტერიტორიაზე საპატიო მსვლელობით გაიხსნა, ხოლო შემდგომ მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მონიკე ნსანზაბაგანვამ, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მესგანუ არეგამ და ეთიოპიაში რუანდის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ ჩარლზ კარამბამ.