შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და აფრიკის კონტინენტის გაცნობითი ტურის მონაწილეებთან
2024 წლის 23 თებერვალს ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, აფრიკის კავშირში მუდმივმა წარმომადგენელმა გია მაჭარაძემ და საელჩოს თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფრიკის კონტინენტის გაცნობითი ტურის მონაწილეები - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩი, ილია ჭავჭავაძის და იაკობ გოგებაშვლილის პრემიების ლაურეატი ნიკოლოზ წულუკიძე, ნინო წიკლაური და ჯგუფის სხვა წევრები.