ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტაიე აცკე სელასესთან შეხვედრა
2024 წლის 15 თებერვალს ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, აფრიკის კავშირში მუდმივმა წარმომადგენელმა გია მაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო ეთიოპიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ტაიე აცკე სელასეს მიწვევით გამართულ ღონისძიებაზე.
მინისტრთან შეხვედრის დროს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.