საქართელოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ეთიოპიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი
2023 წლის 22 ივნისს, ქ. ადის აბებაში, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეთიოპიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები, საპატიო სტუმრები, ეთიოპიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები, სასულიერო პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მუდმივმა წარმომადგენელმა აფრიკის კავშირში გია მაჭარაძემ და ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აბდელა გულტამო ნურიმ.
საზეიმო მიღებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან დაკავშირებული და ღირსეშანიშნაობათა გამოფენა, სარეკლამო რგოლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ასევე, მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.