Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკასა და სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ქართული ფილმის პრეზენტაცია ქ. ადის-აბებაში

2016 წლის 15 მარტს, ეთიოპიაში ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში ქ. ადის-აბებას ფრანგული ალიანსის დარბაზში გაიმართა გიორგი ოვაშვილის ფილმის „გაღმა ნაპირი“ ჩვენება (ქართულ ენაზე, ფრანგული სუბტიტრებით).

სეანსის წინ საქართველოს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა ისაუბრა ქართულ კინოზე, მის კავშირზე საფრანგეთთან, ფილმის რეჟისორზე.

ფილმის დასრულების შემდეგ, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, გაიმართა ქართულ ანბანთან და ქართულ ენასთან დაკავშირებული გამოფენა და მიღება, სადაც სტუმრებს საელჩო გაუმასპინძლდა ქართული ღვინით.