თბილისის სტიქიიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ერთი წლის წინ 13 ივნისს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ
თბილისის სტიქიიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ერთი წლის წინ 13 ივნისს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ. სტიქიის ადგილას დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართა.
საქართველოს დედაქალაქში ტრაგედიის ადგილას - ვარაზისხევისა და თამარაშვილის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხალისეებმა სანთლებით, სიმბოლურად, მდინარის გამოსახულება შექმნეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
თბილისში 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შემდგომ ქართველმა ხალხმა საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი თანადგომა მიიღო. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული აქციები გაიმართა და ფულადი შემოწირულობები გაიღეს საქართველოს მეგობრებმა მრავალ ქვეყანაში.