2024 წლის 17 აპრილი, ქ. კიგალიში საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები
2024 წლის 17 აპრილს, ქ. კიგალიში საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსვლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ალექსიძე, ხოლო რუანდის მხრიდან - მინისტრის მოადგილე, მუდმივმოქმედი მდივანი კლემენტინა მუკეკა
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქმეთა დროებითი რწმუნებული ეთიოპიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში, გია მაჭარაძე და ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის მეორე მდივანი მარიამ ოსეფაიშვილი.
კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
რუანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
Პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკას საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების Მემორანდუმი
დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
იმავე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიიღო რუანდის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ჟან ქრისოსტომ ნგაბიცინზემ.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, ექსპორტ-იმპორტის პოტენციალის სრულად ათვისების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების დელეგაციამ გამართა შეხვედრა რუანდის ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან ფაუსტინ კარასირასთან, სადაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ვიზიტის დასასრულს, სამინისტროს დელეგაცია ეწვია 1994 წელს რუანდაში განხორციელებული მასობრივი გენოციდის მსხვერპლთა მუზეუმს, პატივი მიაგო გენოციდის შედეგად მილიონამდე დაღუპული ადამიანის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გენოციდის მემორიალი.