Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკასა და სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ქ. აქსუმში გამართულ ღონისძიება (ტიგრაის რეგიონი)

2024 წლის 28-29 ივნისს, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, აფრიკის კავშირში მუდმივმა წარმომადგენელმა გია მაჭარაძემ, ეთიოპიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების (საბერძნეთი, პორტუგალია, ფინეთი, ურუგვაი, ბრაზილია, საფრანგეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, შვეიცარია) და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ეთიოპიის ტურიზმის სამინისტროსა და იუნესკოს ოფისის მიერ ქ. აქსუმში გამართულ ღონისძიებაში.
2020 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო ქ. აქსუმის აეროპორტი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ცენტრალური ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით მოხერხდა ქ. აქსუმში მასშტაბური ღონისძიების ჩატარება.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ქ. აქსუმის მერთან, რომელმაც ისაუბრა ქალაქსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა აქსუმის ტურისტული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას, განსაკუთრებით სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალებული რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის, ადგილობრივი ბიზნესწრეების და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრებმა მოინახულეს აქსუმის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლები, მართლმადიდებლური ტაძრები, სამეფო სამარხები, უძველესი ობელისკები, რომლებიც იუნესკოს მიერ 1980 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში არის შეტანილი.
დელეგაციის წევრებმა, ასევე, მოინახულეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკები და გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას.