მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით.
საელჩო, ასევე აკრედიტებულია: ბურუნდის რეპუბლიკაში; ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში; ჯიბუტის რესპუბლიკაში; კენიის რესპუბლიკაში; რუანდის რესპუბლიკაში; სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში; სეიშელის რესპუბლიკაში; სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში; ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში; უგანდის რესპუბლიკაში და აქვს მუდმივი წარმომადგენლობის სტატუსი აფრიკის კავშირში (AU).
დღეს, ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მეტად სწრაფად და დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი ეთიოპელი სტუდენტი ირჩევს საქართველოს უმაღლესი განათლების მისაღებად. უკან დაბრუნებისას, ისინი მოახმარენ საქართველოში მიღებულ ცოდნას საკუთარ სამშობლოს და ეჭვი არ მეპარება, რომ თან გამოიყოლებენ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.
ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, უდიდეს მართმადიდებელ სახელმწიფოში თავისი უნიკალური ისტორიითა და კულტურით, მამაცი ხალხით, რომელთანაც ჩემს ქვეყანას ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. საელჩოს გუნდთან ერთად, მზად ვარ საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო დამეგობრებაში.
მადლობას მოგახსენებთ ჩვენი გვერდის სტუმრობისათვის. აქ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და ეთიოპიის ურთიერთობების, საკონსულო თემატიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ისტორიის შესახებ, გაეცნოთ ტურისტულ ღირშესანიშნაობებს. გვერდზე განთავსებულია ასევე საქართველოსთან დაკავშირებული ბმულები და სხვადასხვა საკონტაქტო ინფორმაცია. მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს.
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
გია მაჭარაძე
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი